რესპოდენტის შესახებ
სოლომონ პავლიაშვილი: - საერთოდ, საქართველოში ძალიან დაბალი კონკურენტული გარემოა და მაშინ, როცა შიდაკონკურენცია სუსტია, ჩვენი პროდუქცია გარე, ანუ ამ შემთხვევაში, ევროკავშირის 500-მილიარდ ბაზარზე კონკურენტული ვერ იქნება. სხვათა შორის, ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ძირითადი დასახელების პროდუქციაზე გარკვეული პრეფერენცია გვქონდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ, ესე იგი, ისეთი პროდუქცია ვერ შევქმენით, რომელიც ევრობაზარზე კონკურენტუნარიანი იქნებოდა.
- იმ ფონზე, როცა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რატიფიცირებულია და სექტემბრამდე, ალბათ, ხელიც მოეწერება, სახელმწიფომ ბიზნესის განვითარებას ხელი როგორ უნდა შეუწყოს? საამისოდ რამე მზა რეცეპტი არსებობს?
- რა თქმა უნდა, არსებობს. ევროპაში, ჯერ კიდევ 1950 წელს, შემუშავებული იქნა "მცირე ბიზნესის დასაქმების აქტი". ასევე, არსებობს ამერიკული პროგრამა "სტარტაფ ამერიკა" და "ევროპა 2020". ყველა ამ პროგრამაში აღწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა.
- ამ პროგრამებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა რითი უნდა დაიწყოს?
- ინსტიტუციონალური მხარდაჭერით - ის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რაც მცირე და საშუალო ბზინესის განვითარებისთვისაა აუციელებლი.
- ქართულ კანონმდებლობაში რა ცვლილებებია გასატარებელი?
- უპირველესად, ის მექანიზმები უნდა გამარტივდეს, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. კერძოდ, კრედიტი, ანუ საფინანსო რესურსი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
- სახელმწიფო კრედიტს გულისხმობთ თუ კერძოს?
- კერძოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული სექტორების სახელმწიფო დაკრედიტებაც მოხდეს. თუ კონკურენტული გარემოს შექმნა პოლიტიკური ნება იქნება, შესაძლებელია, სახელმწიფო ტრანშები გამოიყოს, ანუ სახელმწიფომ ფოკუსირება გარკვეულ სეგმენტზე გააკეთოს. ამის გარეშე, არ მგონია, ჩვენი კვების მრეწველობა, ავეჯის, ფეხსაცმლისა თუ საშენ-მასალების წარმოება ისეთი კონკურენტუნარიანი გახდეს, რომ ევროპის ბაზარზე ადგილი დაიმკვიდროს.
- აბა, ევროპის ბაზარზე დამკვიდრებას რომელი ქართული პროდუქტი შეძლებს, ანუ სახელმწიფომ ხელი მცირე და საშუალო ბიზნესის რომელ სეგმენტს უნდა შეუწყოს?
- ეს კვლევით უნდა დადგინდეს...
ერთი სიტყვით, ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარების კუთხით არსებობს, კრედიტზე ხელმისაწვდომობა და მაღალპროცენტიანი კრედიტებია - 12 და 14-პროცენტიანი განაკვეთით აღებული სესხით დაწყებული ბიზნესი წარმატებული ვერასოდეს გახდება!
- ეს გასაგებია, მაგრამ სახელმწიფო კერძო ბანკებს ხომ ვერ უბრძანებს, რომ კრედიტის პროცენტი დაწიონ?
- აქ ლაპარაკი მხოლოდ კერძო ბანკებზე არაა. როგორც ვიცი, ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ინსტიტუციონალური მხარდაჭერისთვის 150 მილიონი უნდა გამოიყოს.
ასევე, მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციებისა და ტრენინგ-ცენტრების შექმნა. დღეს ბიზესში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მენეჯერია.
- ანუ, საქართველოში ბიზნესი კომუნისტური მენტალიტეტით "კეთდება"?
- ყოველ შემთხვევაში, ბიზნესის გარკვეული ნაწილი ძველი მეთოდებით იმართება, არადა, თანამედროვეობასთან ადაპტაცია აუცილებელია... ასევე, უარი უნდა ვთქვათ გარკვეულ რეგულაციებზეც.
- რას გულისხმობთ?
- მაგალითად, სიგარეტის იმპორტზე აქციზების დაწესებას, გარკვეულ შეზღუდვებს ფარმაცევტულ ბიზნესში და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ამ ეტაპზე ბიზნესის განვითარებას ზღუდავს. იმპორტულ პროდუქციას ბარიერები კი არ უნდა შევუქმნათ, არამედ, ადგილზე კონკურენტული პროდუქცია უნდა შევქმნათ.
- პროდუქცია რომ შეიქმნას, ფაბრიკა-ქარხნებია საჭირო. მართალია, ექსპრემირი ბიძინა ივანიშვილი ირმწუნება, რომ ბოლო ერთ წელიწადში, საქართველოში ასი ქარხანა აშენდა, მაგრამ ეს ქარხნები თვალით არავის უნახავს... სხვათა შორის, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, "ოცნება" აცხადებდა, რომ ბიზნესს გადასახადები უნდა შეუმცირდეს, როგორც მახსოვს, აქცენტი დღს-ს შემცირებაზე კეთდებოდა... ბატონო სოლომონ, ბიზნესის განვითარებისთვის გადასახადების შემცირება აუცილებელია?
- გადასახადების კუთხით, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში არცთუ ცუდად გამოვიყურებით, მაგრამ მთავარია, სწორი აქცეტები გაკეთდეს, მაგალითად, გაკოტრების მექანიზმი ამუშავდეს - მეწარმეს, რომელიც ობიექტური მიზეზებით, ვთქვათ, აგვისტოს ომის, ან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო გაკოტრდა, შანსი უნდა მივცეთ, რომ ბიზნესში დაბრუდნეს. საერთოდ, გაკოტრება ერთგვარად ბიზნესის გაჯანსაღებაა...
- თუკი სახემწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის გარკვეული სეგმენტი დააფინანსოს, ამან სათავე შესაძლოა, კორუფციას დაუდოს - ე.წ. სახელმწიფო გრანტი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ადამიანებმა "დაითრიონ"...
- კორუფციის წყარო შეიძლება, ნებისმიერი ინიციატივა გახდეს. საერთოდ, იმ ბაზრებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, სადაც დაბალი ხარისხის პროდუქცია გადის, არამედ, აქცენტი მაღალკონკურენტუნარიან ბაზრებზე უნდა გავაკეთოთ. ადგილობრივმა თუ უცხოელემა ონვესტორმა ჯერ ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე უნდა იფიქროს, რომლის 90 პროცენტიც იმპორტირებულია.
- ისე, ბატონო სოლომონ, ბიზნესის ხელშეწყობა, ჩემი აზრით, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნით უნდა დაიწყოს...
- გეთანხმებით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იმასაც გააჩნია, შექმნის შემდეგ, ეს სამსახური თავდაპირველად რა ნაბიჯებს გადადგამს. ანტიმონოპოლიური სამსახური დამსჯელი ორგანო არ უნდა იყოს. ამ ინსტიტუტმა არაკონკურენტუნარიანი და არასრულყოფილი კონკურენცია უნდა აღმოფხვრას. ამასთან, გარკვეული რეაგირება სამომხმარებლო ფასებზეც უნდა მოახდინოს. ისიც მიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება ამ სამსახურის ხელმძღვანელი...
- ანტიმონოპოლიურის უფროსად პარტიული კადრის დანიშვნა მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?
- არა. ანტიმონოპოიური სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც ხუთი წლით იქნება არჩეული, შეხება არცფინანსურ ჯგუფებთან უნდა ჰქონდეს.
- საქართველოში პოლიტიკისა და ფინანსური ჯგუფებისგან თავისუფალი ადამიანის მოძებნა შეიძლება?
- რატომ არ შეიძლება?! მით უმეტეს, არიან ადამიანები, რომლებსაც ამ მიმართულებით მეცნიერული კვლევები აქვთ გაკეთებული.
- ანტიმონოპოლიურის ხელმძღვანელოლბა რომ შემოგთავაზონ, დასთანხმდებით?
- შეიძლება, ვინმეს ამბიციურ განცხადებად მოეჩვენოს, მაგრამ ვიცი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
- ბატონო სოლომონ, წელიწადი საკმარისი არაა, რომ "ოცნების" ხელისუფლებას ანტომონოპოლიური კანონი მიეღო და შესაბამისი სამსახურიც შეექმნა?
- აქამდე ქვეყანაში, პრაქტიკულად, ორხელისუფლებიანობა იყო: თვითმმართველობით ორგანოებში სხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები იყვნენ, ცენტრალურ ხელისუფლებაში კი, - სხვა და მათი სინქრონიზაცია სახელმწიფოს საკეთილდღეოდ ვერ მოხერხდა. ამასთან, ბევრი ჩვენი თანამემამულე, რომელსაც ხელი საერთაშორისო ინსტიტუტებზე მიუწვდება, ქართულ ეკონომიკურ გარემოს უდიერად მოიხსენიებდა, რამაც ინვესტიციების შემოსვლა გარკვეულწილად შეაფერხა.
- ბატონო სოლომონ, ზემოხსენებულის გარდა, კიდევ როგორ უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა?
- მაგალითად, აშშ-ში სახელმწიფო შესყიდვების 33 პროცენტი მცირე და საშუალო ბიზნესს ეკუთვნოდა. საქართველოში კი, ყველაფერი სხვანაირად ხდება. აი, მაგალითად, მაინტერსებს, ყოფილი ჩინოვნიკები წარმატებული ბიზნესმენები როგორ ხდებიან? - ეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის კატასტროფაა!
გარდა ამისა, ისიც საგულისხმოა, რომ საქართველოში ბანკები არაპროფლური ბიზნესით არიან დაკავებულნი.
- ეს აკრძალულია?
- მსოფლიოში ყველაფერი ეს კანონით რეგულირდება. ბანკების ძირითადი, ასე ვთქვათ, ფუნქცია საკრედიტო და ფინანსური საქმიანობაა, მაგრამ სამშენებლო თუ სხვა ბიზნესში ჩართვით მონოპოლისტები ხდებიან. აქამდე ქართული ბანკები მხოლოდ სამშენებლო, სადაზღვევო და ფარმაცევტულ ბიზნესში საქმიანობდნენ, ახლა კი, განათლების სფეროშიც შევიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენტ სასწავლებლებს ჩაძირავენ.
- როგორ?
- ჯერ ერთი, ბანკს უფრო დიდი რესურსი აქვს, მეორეც, შენს ანგარიშებს უყურებს... მოკლედ, ბანკებმა არაპროფილური ბიზნესებისგან თავი უნდა შეიკავონ და ეს ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს.
- ბატონო სოლომონ, დღეს საქართველოში ბიზნესის კეთება ადვილია?
- საქართველოში ბიზნესის კეთება, მოგების თვალსაზირსით, ძალიან საინტერესოა, მაგრამ როცა უცხოელ ინვსტორს 17, ან 14-პროცენტიან თანადაფინასებას სთავაზობ, ეს უკვე პრობლემაა.
„ჯი-ეიჩ-ენი", ლაშა ნოდია