ამ დროისათის რუსი სამხედროების მიერ ბლოკირებული 8 სასაზღვრო ნაწილი რჩება, თუმცა საზღვარი დაცული იყო და არის კიდეც. განცხადენა ამის შესახებ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში გამართულ ბრიფინგზე სასაზვღი სამსახურის მეთაურის მოადგილემ პაველ შიშოლინმა გააკეთა.
„დღეისათის სახელმწიფო საზღვრის დაცვის 8 ნაწილი ბლოკირებულია უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ, მაგრამ ყველა დანარჩენი დისლოკაციის პუქნტი თავისი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.
სახელმწიფო საზღვარზე ყველა გამშვები პუქტი ფუნქციონირებს. სახელმწიფო საზღვარს იცავენ უკრაინელი მესაზღვრეები და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ფორმირებები. ჩვენ ერთგული ვართ მიცემული ფიცისა და მას ბოლომდე დავიცავთ",_ აცხადებს შიშოლინი.