ოპოზიციური “სახალხო პარტიის” ლიდერის, როლან ქელეხსაევის განცხადებით, კოკოითის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იარაღის ამოღების ოპერაცია მეტყველებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას ე.წ. ანტისამთავრობო აქციების დროს ხალხის რისხვის ეშინია.
“კოკოითის ეშინია, რომ ამ ადამიანებმა შესაძლოა, იარაღი ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენონ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ძალით წაართვან იარაღი ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში სამშობლოს იცავდნენ”, - განაცხადა ქელეხსაევმა.
მისივე მტკიცებით, თავის დროზე ცხინვალის რეგინის მოსახლეობამ იარაღის შესაძენად ავტომობილებიც კი გაყიდეს და თუ იარაღს ჩააბარებინებენ, კოკოითის რეჟიმმა მათ ფულადი კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს.
მასალის გამოყენების პირობები