ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ ცხინვალის რეგიონში არსებული სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად კოკითის რეჟიმმა ქართულ სპეცსამსახურებთან შეიარაღებული დაპირისპირება გაითამაშოს.
"ცხინვალში, სადაც 15 ათასი ადამიანიც კი აღარ ცხოვრობს სოციალური ვითარება უკიდურესად გაუარესდა. 20 მარტის ცხინვალში დაგეგმილი აქცია სწორედ სოციალური პრობლემებთანა დაკავშირებული და ქართული სპეცსამსახურებს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა კოკოითის მარიონეტული რეჟიმი ეცდება, რომ არსებული პრობლემების გადასაფარად აქციის დაგემ ქართულ მხარეს გადაბრალოს და არ გამოვრიცხავ, რომ ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლიც გახსნა, რომელიც ისევ ქართულ სპეცსამსახურებს დაბრალდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, თანხა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ცხინვალის აღსადგენად გამოყო კოკოითის რეჟიმმა და რუსმა ჩინოვნიკებმა უკვე "შDეჭამეს", ადგილობრივი რასაც მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოყვა.
მასალის გამოყენების პირობები