დამუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, კატასტროფა, როცა ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრები ისმინება.
"სააკაშვილი-რურუას სატელეფონო ჩანაწერი სპეცსამსახურებამ "მოდელირებულ ქრონიკაში" პრეზიდენტის მონაწილეობის გასაბათილებლად დადგეს. მიუხედავად ამისა, კატასტროფა, როდესაც ქვეყანაში პერეზიდენტის სატელეფონო საუბრები ისმინება და მერე ქვეყნდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ერკალი სესიაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია გამოძიება დაიწყოს, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებიც ჩართვებიან.
"ექსპერტების ნაწილის ვარაუდით, სააკაშვილი-რურუას აუდიო ჩანაწერი თარაგამაძე-წამალაშვილის სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდა, რომ პრეზიდენტის "მოდელირებულ ქრონიკასთან" ყველანაირი კავშირი გაბათილებულიყო. მაგრამ ფაქტი,როდესაც პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ღია განხილვის საგანი ხდება შემაშფოთებელია და აუცილებელია მასში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს", - აღნიშნა სესიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ხელისუფლება აღნიშნულ აუდიო ჩანაწერს ისევ რუსულ სპეცსამსახურებს დააბრალებს.
თუმცა, როგორც სესიაშვილმა განმარტა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი ტექნიკური საშუალება გააჩნია, რომ ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა ქვეყნის პირველი პირების, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო საუბრების მოსმენა ვერ შესძლოს.
"საქართველოს შსს მსოფლიოში ერთ-ერთი წინ წასული უწყება, რომელსაც უმაღლესი დონის აპარატურა გააჩნია და მას საერთაშორისო ზარების მოსმენის ბლოკირებაც კი შეუძლია", - აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენრის მეიხეილ სააკაშვისლის და კულტურის მინისტრის ნიკა რუურუას სატელეფონო საუბრის აუდფიო ჩანაწერი გავრცელდა. სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მან "მოდელირებული ქრონიკის" მომზადების შესახებ ინფორმაციიას არ ფლობდა. თუმცასააკშვილი აცხადებს, რომ სიუჟეტში მოცემული სცენარი, რუსეთის გეგემბს ემთვევა.