ევროზონაში უმუშევრობამ, იანვრის მონაცემებით ,12 %-ი შეადგინა. „ევროსტატის" ინფორმაციით, უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირში არ შეცვლილა და 10,8 %-ს შეადგენს. ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი ახალგაზრდებს შორის 24 %-ია, ხოლო ევროკავშირში 23,4 %-ი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში უმუშევრობა მიმდინარე წელს 12.1 %-ი იქნება, ხოლო 2015 წელს კი 11,8 %-ი.
მასალის გამოყენების პირობები