ცნობილი კომპანია Mizuho Securities-ს ანალიტიკოსის ებხეილ ლამბა აცხადებს, რომ Apple-ს ახალი სმარტფონის გამოჩენა ზაფხულშია გადაწყვეტილი.როგორც ანალიტიკოსი აცხადებს ახალი თაობის iPhone გამოვა იმაზე ადრე ვიდრე ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. როგორც ცნობილია „ჩაკბეჩილ ვაშლს" თავისი ახალი ქმნილება ბაზარზე შემოდგომით გამოჰქონდა. მისი ვარაუდით ახალი iPhone-ის პრეზენტაცია ივლისში შედგება.
წინასწარი ინფორმაციით, iPhone 6 ორნაირი იქნება, იქნება 4,7-დიუმიანი ეკრანით და ასევე 5,5-დიუმიანი ეკრანით.
აღსანიშნავია, რომ ლამბას „წინასწრამეტყველებები" Apple-ს აზიელ მიმწოდებლებს უკავშირდება, რომლებიც აცხადებენ, რომ კომპანიას დეტალებს წინა წლებისგან განსხვავებით, შედარებით ადრეულ პერიოდში მიაწვდიან.
ანალიტიკოსმა ახალი iPhone-ის პლატფორმაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის iOS 8 იქნება.
მასალის გამოყენების პირობები