კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, სავარაუდოდ, სამართალდამცველებს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში გადაყავთ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ემზად კვიციანის დამ ნორა კვიციანმა განაცხადა მას ემზარ კვიციანის ნახვის შესაძლებლობა არ მისცემია.
ნორა კვიციანის განცხადებით, ემზარ კვიციანთან მისმა მეუღლემ ტელეფონის საშუალებით დალაპარაკება მოასწრო და განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მზადაა ყველა შეკითხვას უპასუხოს.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელიც საქართველოში მოსკოვიდან რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს, სადაც ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციის გაცემისგან თავას იკავებენ.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი მოსკოვიდან-საქართველოში გუშინ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ბორტზე ასვლის უფლება არ მიეცა.
ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებულია კოდორის ხეობაში, რომელიც ბოლო დრომდე კოდორის ხეობას აფარებდა თავს. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მისი სპეციალური რწმუნებული კოდორის ხეობაში ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. დაახლოებით 200 თანამოაზრესთან ერთად კვიციანი კოდორის ხეობას აფარებდა თავს. 2006 წლის ივლისში განხორციელებული ოპერაციის შედეგად საქართველოს სპეციალური დანიშნულების სამხედრო რაზმმა მისი მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლო, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა.
2006 წელს უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.