საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეგულირების კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს 2014 წლის ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით მისი და კახა კუკავას ერთობლივი ინიციატივები წარმოუდგინა.
მისი განცხადებით, "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში შემდეგი შინაარსის ცვლილება უნდა მოხდეს.
"საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობას მიეცეს დედაქალაქის მთავრობის წევრის დათხოვნის უფლება (გარდა მერისა) საკრებულოს წევრების ერთი მესამედის ინიციატივით ან საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, აეკრძალოს მას ზემოაღნიშნული საკითხის ინიცირების უფლება 3 თვით.ქალაქის მერს დაეკისროს ვალდებულება, დაუყოვნებლივ აღასრულოს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 7 დღის ვადაში საკრებულოს მთავრობის წევრის ახალი კანდიდატურა წარუდგინოს. მთავრობის წევრის დანიშვნის უფლებამოსილება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობას მიეცეს.იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო არ დაამტკიცებს მერის მიერ წარდენილ კანდიდატს ,მაშინ საკანონმდებლო ორგანოს მიეცეს უფლება იმავე ვადაში თვითონ შეარჩიოს კანდიდატურა და ის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს.თუ საკრებულომ ვერ შეძლო ახალი მთავრობის ფორმირება, მაშინ თბილისის მერს ახალი მთავრობის შემადგენლობის ერთპიროვნულად დამტკიცების უფლება მიეცეს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა შექმნილი პრობლემური მდგომარეობის დასარეგულირებლად ბოლო მცდელობას წარმოადგენს'',-აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.