საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე თბილისის მერობისთვის განაცხადს დღეს შეიტანს. ამის შესახებ დეპუტატმა Prime Time-ის პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ვაშაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებულ პრაიმერიში მონაწილე კანდიდატებს პარტია ხვალ დაასახელებს.
თვითმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების განაცხადების მიღება დღეს იწურება.
თბილისის მერობისთვის მთაწმინდის გამგებელი ნიკოლოზ მელიაც იბრძოლებს. "ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიულ პრაიმერისში მელია ვაშაძის კონკურენტი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები