თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარინა მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სარჩელს წარადგენს.
საიაში განმარტავენ, რომ აუცილებელია გაბათილდეს მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.
სარჩელზე მოპასუხე მხარეებად წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კულტურის სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ მარინა მიზანდარი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას მოთხოვნით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 11 თებერვალს გაათავისუფლა. ოდიშარიას განაცხადებით, მარინე მიზანდარი ულტიმატუმის ენით საუბრობდა და მისი მუშაობის სტილი არ იყო დაფუძნებული გუნდურობის პრინციპზე.