დღეს, საქართველოს საკონსტიტიუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი წარმოებაში მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს სარჩელი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარკვეული ნორმების არაკონსტიტუციურობას ეხება, რაც შეჯიბრითობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უგულვებელყოფასთან არის დაკავშირებული.
სარჩელის არსი მდგომარეობს შემდეგში - რამდენად კონსტიტუციურია მოსამართლის მხრიდან არჩევითი თანამდებობის პირის გადაყენება და რამდენად კონსტიტუციურია კოდექსში არსებული ჩანაწერი,რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე, პირის თანამდებობიდან გადაყენებას ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავას სარჩელი 2014 წლის 6 თებერვალს შევიდა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ვადებში განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო არსებულ სარჩელს.