თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურორი ნათია მეზვრიშვილი ადეკვატურად აფასებს და აცხადებს, რომ გამოტანილი განაჩენი იმ ასობით მოქალაქეს ეკუთვნის რომლებმაც 26 მაისს პოლიციის მიმართ გამოყენებული ძალადობა საკუთარ თავზე იწვნიეს.
,,ვფიქრობ, დღევანდელი განაჩენი ეკუთვნის, იმ ასობით საქართველოს მოქალაქეს რომლებმაც 26 მაისს პოლიციის მიმართ გამოყენებული ძალადობა საკუთარ თავზე იწვნიეს. სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისად ადეკვატური იყო_ ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო უფლებამოსილების გადამეტებაში", _განაცხადა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა.