ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. როგორც ჟურნალისტებთან მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
,,სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა გამამართლებელი განაჩენის მტკიცებულებები და დამნაშავედ სცნო მერაბიშვილი. ბუნებრივია, არ ვეთანხმებით განაჩენს და ჩვენ საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, ეს პროცესი ფორმალურად მაინც გვჭირდება, რომ ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გავაგრძელოთ", _განაცხადა ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.