კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ 28 თებერვალს დაბრუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ემზარ კვიციანის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, მის საბუთებში ტექნიკური პრობლემა იყო, რის გამოც ემზარ კვიციანმა დღეს გამოფრენა ვერ შეძლო.
,,საბუთებში, ტექნიკური პრობლემა იყო, რომელიც უკვე ჩასწორებული და სავარაუდოდ, ხვალ შეძლებს ჩამოსვლას. ზუსტ დროს და თარიღს როდის ჩამოფრინდება დაზუსტებულად საღამოს გვეცოდინება", _განაცხადეს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ემზარ კვიციანის ოჯახის წევრებმა.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი მოსკოვიდან-საქართველოში დღეს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ბორტზე ასვლის უფლება არ მიეცა.
ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებულია კოდორის ხეობაში, რომელიც ბოლო დრომდე კოდორის ხეობას აფარებდა თავს. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მისი სპეციალური რწმუნებული კოდორის ხეობაში ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. დაახლოებით 200 თანამოაზრესთან ერთად კვიციანი კოდორის ხეობას აფარებდა თავს. 2006 წლის ივლისში განხორციელებული ოპერაციის შედეგად საქართველოს სპეციალური დანიშნულების სამხედრო რაზმმა მისი მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლო, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა.
2006 წელს უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.