ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ღვინის მიხედვით ლიდერ პოზიციაზე ვატიკანია, ნათქვამია კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის კვლევაში. ირკვევა, რომ ვატიკანში ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 74 ლიტრი, ანუ 105 ბოთლი ღვინო მოდის. ეს მონაცემები კი თავის მხრივ ორჯერ მეტია საფრანგეთისა და იტალიის მაჩვენებლებზე, ხოლო სამჯერ მეტია დიდი ბრიტანეთის მაჩვენებელზე.