საფრანგეთის ექს ან პროვანსის სასამართლო საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილი საფრანგეთში, ქართული მხარის მოთხოვნით, 14 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი საქმე კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი ტელეკომპანია "იმედის" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად.