საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი ონიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო უზრუნველყოფით, გირაო 20 000 ლარის შეფარდებას არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ონიანის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდება მოითხოვა, რადგან მიიჩნევს რომ არსებობს საფრთხეები იმისა, გ. ონიანმა ხელი შეუშალოს გამოძიებას და მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს