26 მაისის საქმეზე საქმის განხილვა დასრულდა და რა განაჩენს გამოუტანს მოსამართლე ყოფილ პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხვალ, 15:00 საათზე გახდება ცნობილი.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა, ასევე ბრალდებულ ვანო მერაბიშვილსაც მოუსმინეს.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მაქსიმალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს პოლიტიკურ პასუხიმგებლობას, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ არჩევნებზე იწვნია.
"მე დარწმუნებული ვარ 99%-ით, რომ გამამართლებელი იქნება განაჩენი. თუკი ეს იქნება გამამატყუნებელი, ეს არ იქნება სატირალი, არამედ ეს იქნება სასაცილო", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ციხეში ყოფნის არ ეშინია და ურჩევნია, მისი მეგობრების გია ლორთქიფანიძის, შალვა ჯანაშვილის თუ ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას თვითონ იჯდეს ციხეში.
2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.