ოქრო გაძვირდა. მიმდინარე კვირაში ოქროს ფასი, ბოლო 17 თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა.
ოქროზე ფასის ზრდას კი ანალიტიკოსები აშშ-ს დაბალ სტატისტიკურ მონაცემებს და განვითარებად ბაზრებზე აქტივების დივერსიფიკაციის ზრდას უკავშირებენ.
როგორც ირკვევა ბოლო 3 დღეა რაც ოქროზე ფასს ზრდის ტენდენცია აქვს. აპრილის თვის კონტრაქტები უკვე 0,4 %-ითაა გაძვირებული და უნციაზე 1345,46 დოლარს შეადგენს.