2 მარტს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი"-ს 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი: კონსტანტინე ვარდელი (I ვიოლინო), თამაზ ბათიაშვილი (II ვიოლინო), ნოდარ ჟვანია (ალ;ტი), ოთარ ჩუბინიშვილი (ჩელო), ასევე მონაწილეობენ: დავით ხრიკული- საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსებისა და ფესტივალების გრანპრის, 2013 წ. "ოქროს მაკნატუნას" მფლობელი და ირინა ხოშტყარია-ჯაიანი (ალტი).
პროგრამაშია: იოჰანეს ბრამსი სიმებიანი კვინტეტი #2. G dur, თხზ. 111, რობერტ შუმანი- საფორტეპიანო კვინტეტი Es dur, თხზ.44.
კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება "ნიჭიერთა ათწლედი"-ს მოსწავლეთა მხარდასაჭერ ფონდში.