საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის" ტერიტორიაზე თურქეთიდან თურქეთის მოქალაქე დ.მ. შემოვიდა. საბაჟო შემოწმებისას, მოქალაქეს 74.05 გრ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3237.66 ლარი შეადგინა.
თურქეთის მოქალაქეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3237.66 ლარის ოდენობით.