რუსთავის საქალაქო სასამართლომ, სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების თანამშრომლების, პატიმართა წამებაში ბრალდებულების ჯონი ივანიშვილისა და ვლადიმერ კაპანაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯონი ივანიშვილს 6 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით ჩამოერთვა. ვლადიმერ კაპანაძეს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა დაუსწრებლად შეეფარდა.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ს 1441 მუხლით, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ჯ.ივანიშვილმა და ვ.კაპანაძემ, ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ დაწესებულების დებულება და მოქმედი კანონმდებლობა, შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და ახდენდნენ მათ წამება-დაშინებას. მათი უშუალო ორგანიზებითა და მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. „კორიდორები", სადაც ხდებოდა მსჯავრდებულთა გატარება და მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.
სამართალდამცავებმა ჯონი ივანიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს, ხოლო ვლადიმერ კაპანაძე იმყოფება მიმალვაში და მასზე გამოცხადებულია ძებნა
მასალის გამოყენების პირობები