საკონსტიტუციო სასამართლო ოთხი თვის ვადაში გადაწყვეტს, განიხილავს თუ არა გიგი უგულავას სარჩელს. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება, რომლის თანახმად, გიგი უგულავას, მერის უფლებამოსილება შეუჩერდა.როგორც თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა განაცხადა, მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე მოქალაქეებს სამსახურიდან ვეღარ გაათავისუფლებს.
"ეს სარჩელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანს, რომელსაც სამსახურიდან ითხოვენ, უნდა ჰქონდეს უფლება, სასამართლოში საკუთარი თავის დაცვა ეფექტურად განახორციელოს. ჩემი სარჩელი ეხება იმას, რომ სასამართლო არ იყოს გამოყენებული არჩეული პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად. თუ ჩემი სარჩელი დაკმაყოფილდება სასამართლო დასაქმებული მოქალაქეების წინააღმდეგ სარჩელს თანამდებობიდან დათხოვნასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გარეშე ღამე და ჩუმად ვერ განიხილავს", - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მოქალაქის გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის ნომერი 574) არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა.