გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის გახმაურებულ ვიდეოსთან დაკავშირებით სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს. როგორც ელისო კილაძემ „პირველი რადიოს" რადიოკლუბში განაცხადა, აღნიშნული ვიდეომასალა აიტვირთა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" თანამშრომელის ლევან ჩიტაძის მიერ.
„დეკემბრის დასაწყისში ლადო ბედუკაძის მეშვეობით მე დამიკავშირდა გოჩა ნაჭყებია ჟურნალისტი და მთხოვა შეხვედრა. მან მომაწოდა შემდეგი ინფორმაცია: აღმაშენებლის 144-ში მდებარეობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი", სადაც ლევან ჩიტაძე მუშაობს. რამდენიმე დღის წინ ამავე ოფისში თანამშრომლები თათა საფრიძე, ზაურ დუმბაძე, მალხაზ მჭედლიშვილი და სხვები განაწყენებულები წამოვიდნენ, რადგან მათ თვეების განმავლობაში სახელფასო ანაზღაურება ვერ მიიღეს. თათა საფრიმაძემ უკიდურესად გაღიზიანებულმა შემზარავი საიდუმლო გამიმხილა-ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი ზვიო ჩიხლაძე, რომელიც იყო ძალიან შეურაცხყოფილი , ეს რა ჩაიდინეს, როგორ მოიქცნენ, გიორგი ფარესაშვილზე რა ამაზრზენი ვიდეო-მასალა ატვირთეს ჩვენი ოფისიდანო. გოჩა ნაჭყებიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას ზურაბ დაუმბაძემაც დაუდასტურა, რომელიც ამავე ოფისში კომპიუტერული ქსელების უზრუნველყოფას ახდენდა, დუმბაძის განცხადებით, მას ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ტექნიკური მონაცემებიც ჰქონდა. ზაურ დუმბაძემ ჩიტაძის ოფისში რამდენიმე საიტი დაამზადა, რომლის ანაზღაურებაც მას არ მიუღია",-განაცხადა ელისო კილაძემ
გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის განცხადებით გოჩა ნაჭყებიას დახმარებით ის შეხვდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირს, რომლებმაც ინფორმაცია დაადასტურეს. მისივე თქმით გოჩა ნაჭყებიამ მიაწოდა ვიდეომასალა , სადაც ასევე აღნიშნულ თემაზეა საუბარი. „ოფისის ყოფილი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ მათ ფარესიშვილის სკანდალური ვიდეომასალის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე ლევან ჩიტაძესთან ნახეს აღნიშნული ფირი, რომ ჩიტაძე კარგად ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს, ჰაკერის დონეზეც კი, მას ფირის ინტერნეტსივრცეში გასათავსებლად არ დასჭირვებია არავის დახმარება, რამდენიმე ხნის მერე მოხდა ოფისში შემავალი ინტერნეტპროვაიდერის ხაზის გაუქმება და ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკის საეჭვო ქუდრობის ფაქტი",-აცხადებს ელისო კილაძე
ელისო კილაძის ინფორმაციით „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს" ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აფინანსებს გოგა ხაინდრავას თხოვნით. ლევან ჩიტაძეს და მის მეგობრებს კი კილაძის თქმით, გია ხუხაშვილი მართავს.
ელისო კილაძის განცხადებით, ყველა მასალას, რომელიც „ქრონიკა+"-მა მოიპოვა ის პროკურატურას გადასცემს. ელისო კილაძის თქმით ის ასევე ელოდება საიტის "kvercxebi.com" -ის ტქნიკურ მონაცემებს ამერიკიდან, რომლის მიღებისთანავე გასაჯაროვდება.
ვიდეომასალა, რომელიც გოგა ნაჭყებიამ ელისო კილაძეს გადასცა იხილეთ ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში