ყაზბეგის გამზირზე ამწის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი მანქანა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც ამწეზე იმყოფებოდა, დაახლოებით, 50 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
მეორე მათგანს კი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.