გოგა ონიანის საქმის მთავარი მოწმე დავით შათირიშვილი პირველ განმარტებას აკეთებს. როგორც შათირიშვილმა განცხადა მის დაკავებაში უშუალოდ გოგა ონიანი მონაწილეობდა.
"მე დამაკვეს, ვინაიდან ვმუშაობდი სარეკლამო კომპანია "დუო პრინტში, ვიყავი მენეჯერი და ვასრულებდი გარკვეულ შეკვეთებს, მოცემულ მომენტში ვასრულებდი ბერა ივანიშვილის მაისურების შეკვეთებს კლიპისთვის. ეს შეკვეთა შესრულეთ, რის შემდეგადაც მე დამაკავეს უკანონოდ. წამიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში, სადაც ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში. მან მაგიდაზე დადო თეთრ ქაღალდში გახვეული მარიხუანა და მითხრა, რომ შენ იცი რაც მოგივა და რაც მოხდაო. მე ვიყავი გაურკვეველ ვითარებაში, რადგან არ ვიცოდი რა მოხდა. ვიკითხე, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მაშინ მან მანახა გარკვეული კლიპი, რომ ეს არის შენი დამზადებული და ქვეყანას საფრთხე შეექმნაო. მან ჩამომიყალიბა გარკვევით, რომ ჩემს ოჯახს შემექმნებოდა დიდი საფრთხე, რამეთუ ჩემი ოჯახიდან, ჩემი მეუღლის სამუშაო და ჩემი სამუშაო ოფისებიდან ამოიღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მე გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე ვარჩიე, რომ იქვე შეთავაზებული მარიხუანა, რაზეც მოვაწერე ხელი და შემდგომ გადამიყვანეს მე უკვე იზოლატორში და შემდეგ გლდანის ციხეში", - განაცხადა შათირიშვილმა.
მისივე განმარტებით, იგი ორ კვირაში 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა "დუო პრინტში" მუშაობა აღარ გაუგრძელებია.
შათირიშვილის თქმით, აღნიშნული საქმის გამოძიების მიზნით პროკურატურას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმართა.