საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მიმდინარე პროცესს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ესწრება, მიუხედავად იმისა, რომ წინა პროცესზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სხდომებს ბოიკოტს უცხადებდა და მის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლოებს აღარ დაესწრებოდა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგება.
სასამართლომ 26 მაისის საქმეზე განაჩენი თვის ბოლოს უნდა გამოიტანოს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.
მასალის გამოყენების პირობები