ადვოკატი გოგა ონიანი ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული. ონიანი კლინიკაში წუხელ, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს. იგი შეუძლოდ დაკითხვის დროს გახდა.
ადვოკატების ინფორმაციით, ონიანს მკლავებზე დაჟეჟილობები აღენიშნება. მათივე განმარტებით, დაკავებულზე მანქანაში ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.
გოგა ონიანი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გუშინ დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას, დღეს გააკეთებს.