ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესებს აღარ დაესწრება. მერაბიშვილმა სასამართლო სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც 26 მაისის საქმეზე მიმიდინარე სასამართლოზე მერაბიშვილმა აღნიშნა, იგი იმიტომ დასთანხმდა პროცესებზე სიარულს, რომ ახლობლებთან შეხვედრის საშუალება მქონოდა.
,, მე მხოლოდ იმიტომ დავეთანხმე პროცესებზე სიარულს, რომ ახლობლებთან შეხვედრის საშუალება მქონოდა. ცხრა თვეა სპექტაკლის მონაწილეები ვართ, სადაც მოსამართლეს, ადვოკატებს, პროკურორებს და მე, როგორც ბრალდებულს, ჩვენ ჩვენი როლები გვაქვს. ერთადერთი ვისაც ამ დარბაზში როლები არ აქვს, ნათესავები, ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც რაღაც მტკიცებულებებსა და ჩვენებებზე უჩნდებათ განცდა, რომ რამე შეიცვლება. ეს არის გულუბრყვილო განცდა და თქვენს მიერ გამოტანილი განაჩენი იქნება არა ჩემი განაჩენი, არამედ თქვენი პირადი განაჩენი", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და დასძინა, -ნ "მინდა ვუთხრა ჩემი ოჯახის წევრებსა და მშობლებს, რომ კომფორტულად ვარ იმ საკანში, სადაც ვიმყოფები და ნუ ინერვიულებენ. მაპატიონ თუ რამე დააკლდებათ, შევეცდები, როდესაც გავთავისუფლდები ეს დანაკლისი ყველას წინაშე ავანაზღაურო. მე ვიქნები ყველაზე უბედური თუ კი თავისუფალი ვიქნებოდი, რადგან ჩემი მეგობრები ან ციხეში, ან ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ვარ ყველაზე კარგად როგორც შეიძლება იყოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. მინდა მოვუწოდო ჩემს მეგობრებს გაუძლონ და მიიყვანონ 2003 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე".
ამ სიტყვების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა და სასამართლო სხდომა დატოვა.