თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესი განახლდება.
პროცესზე თავად ბრალდებული ვანო მერაბიშვილის დაიკითხება.
დღესვე იგეგმება საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ამერიკული კომპანია ,,დენსუსის" დასკვნის გამოკვლევა
26 მაისის საქმეზე უკვე დაიკითხნენ ლიტველი ექსპერტები, რომლებმაც განაცხადეს, რომ აქცია ევროპული პრაქტიკის საფუძველზე დაშალეს.
პროკურატურა კი მათ დასკვნას 26 მაისის საქმეზე მყარ მტკიცებულებად არ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.