შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემის კაპიტანი - აზერბაიჯანის მოქალაქე ბაგაბარ ნ. და ეკიპაჟის წევრები: ინდოეთის - 3, აზერბაიჯანის - 4, უკრაინის - 2 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 322 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).