მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამ შსს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ,,ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების შესახებ" საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა განისაზღვრება იმ ნარკოტიკული ნივთიერებათა შემცველობათა რაოდენობა რომლის მიხედვით სასჯელი გამკაცრდება ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებისთვის და რეალიზატორებისთვის.
,, წლების განმავლობაში მომრავლდა ბიონარკოტიკების მოხმარება. ჩვენ გვქონდა ლაბორატორიულად საშუალება მისი დადგენის, თუმცა საკანონმდებლო ბაზა არ გავაჩნდა. გაგვაჩნდა მხოლოდ ორი ბირთვის შემცველი, რომელიც შეგვეძლო დადგვედგინა და დაგვესაჯა ადმინისტრაციული წესით. ახლა საკანონმდებლო ბაზა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ცხარა ბირთვი დავადგინოთ. ცხრა ბირთვი დაახლოებით სამასი და სამასზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობაა, მაგრამ ძირითადი არის ცხრა ბირთვი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება კრიმინალური გახდეს. გაჩნდება სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე პრიმა მუხლი, რის მიხედვითაც დარეგულირდება პროცესი. ეს უფრო გათვლილი იქნება ნარკოტიკების რეალიზატორებზე, მის გამავრცელებლებზე და შემომტანებზე", _განაცხადა ჭიკაიძემ, რომელმაც სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკისგან თავი შეკავა.
მასალის გამოყენების პირობები