ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა უკრაინაში სიტუაციის გაუარესების პასუხად მიზანმიმართული საქნციები დააწესოს - მათ შორის სავიზო რეჟიმის შეზღუდვა და ფინანსური სანქციები მათთვის ვინც ძალადობის თანამონაწილეა.
ამის შესახებ ნათქვამია რომპეის მიერ უკრაინაში მომდინარე მოვლენების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც რომპეი დიალოგის დაწყების მოწოდებითაც გამოდის და სამძიმარს უცხადებს კიევში შეტაკებების დროს დაღუპულთა ოჯახებს.
„ევროკავშირს ექნება რეაგირება უკრაინაში სიტუაციის გართულებაზე. ეს ზომები ხვალ განიხილება. საუბარია მიზანმიმართულ ზომებზე როგორც ფინანსულ ასევე სავიზო სანქციებზე, რომლებიც მიმართულ იქნება მათ წინააღმდეგ ვინც ძალადობაში არის ეჭვმიტანილი",_ ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საგანგებო სხდომაზე ხვალ აპირებს შეკრებას.