სევასტოპოლის რუსული სათვისტომო ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს ყირიმის რუსი მოსახლეობის დაცვას სთხოვს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიმართვაში აღნიშნულია, რომ „ევროამერიკელი პატრონების მიერ ანგაჟირებული და დაქირავებული ჯგუფის სპეციალურად მომზადებულ დაქირავებულებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - დაანგრიონ „რუსული მშვიდობა".
საზოგადოებრივი ორგანიზაცია სევასტოპოლის რუსული სათვისტომო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და თავდაცვის მინისტრს შოიგუს „ყირიმის რუსი მოსახლეობის დაცვას სთხოვს".
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინდელი მოვლენებით უკრაინაში სამოქალაქო ომი დაიწყო.
„გმირი ქალაქის სევასტოპოლის მცხოვრებთა სახელით მივმართავთ რუსეთს თხოვნით, ჩაერიოს სიტუაციაში ყირიმის რუსული მოსახლეობის დასაცავად",_ ნათქვამია განცხადებაში.