უკრაინის უშიშროების საბჭომ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების დაწყების შესახებ. განცხადება ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაკიმენკომ გააკეთა.
„ბოლო დღეღამის მოვლენებმა უკრაინაში აჩვენა, რომ ექსტრემისტულად განწყობილი დაჯგუგებების მხრიდან ესკალაცია, ძალადობრივი დაპირისპირება და იარაღის გამოყენება იზრდება",_ აღნიშნავს იაკიმენკო.
მისივე თქმით, ყველაფერი ეს იარაღის გამოყენებით უკვე ტერორიზმის გამოვლენაა , ეს ტერორისტული აქტებია.
„რადიკალური და ესტრემისტული დაჯგუფებები თავიანთი მოქმედებებით რეალურ საფრთხეს უქმნიან მილიონობით უკრაინელების სიცოცხლეს.
ამასთან დაკავშირებით, უკრაინის უშუშროების სამსახურისა და ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დღს მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ",_ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.