უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვიტალი ზახარჩენკო თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ობოზრევატელი" საკუთარ წყაოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ზახარჩენკომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
ოფიციალურად ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს კიევის ცენტრში მაიდანის აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებამ ახალი ძალის იფეთქა. მსხვერპლმა 25 ადამიანს მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები