შინაგანი ჯარების სარდალმა კონფლიქტის შემთხვევაში მომიტინგეებისათვის ცეცხლის გახსნის განკარგულება გასცა. განცხადება ამის შესახებ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახალხო დეპუტატმა ანდრეი სენჩენკომ გააკეთა.
„შინაგანი ჯარების სარდალმა გასცა ბრძანება იმის შესახებ, რომ შინაგანი ჯარის დანაყოფები ინსტიტუტსკაიას ქუჩისკენ დაიძრას იარაღითა და საბრძოლო პატრონებით.
ისინი ელოდებიან როდის წაბორძიკდება რომელიმე სამართალდამცავი, იმისათვის რათა მათ თავდაცვის საბაბით ისროლონ", _ აღნიშნა პარლამენტარმა და აღნიშნა, რომ მომიტინგეებს რამე რომ მოუვიდეს, პასუხისგება მოუწევს არამხოლოდ მათ ვინ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა, არამედ მათაც ვინც ხელმძღვანელობდა შინაგან ჯარს.