კიევში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მეათე მილიციელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მილიციის თანამშრომელი გულმკერდის არეში იყო დაჭრილი.
უკრაინის შს სამინისტრო ასევე იუწყება, რომ ცეცხლსასროლი იარაღით სულ დაჭრილია 83 სამართალდამცავი.
შეგახსენებთ, რომ კიევში მიმდინარე არეულობების შედეგად სულ 25 ადამიანია დაღუპული.