შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი უკრაინაში მიმდინარე არეულობებზე სრულ პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს აკისრებს. განცხადება ამის შესახებ ბილდტმა ტვიტერში თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
„პირდაპირ უნდა ითქვას: საბოლოო პასუხისმგებლობა სიკვდილსა და ძალადობაზე პრეზიდენტ იანუკოვიჩს ეკისრება. მის ხელებზე სისხლია",_ წერს მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები