უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას - განცხადება ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გააკეთა.
„ის რაც დღეს უკრაინაში ცდება ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ამას მე დანაშაულსაც კი ვუწოდებდი. ამას მე ორივე მხარის მიმართ ვამბობ, ხელისუფლებისაც და ოპოზიციისაც, რომელიც აგრესიულად პროვოცირებს ზალიან აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც სისხლისღვრამდე კი არა ადამიანების დაღუპვამდე მივიდა",_ განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო ომს მხარს არავითარი საერთაშორისო საზოგადოებას არ დაუჭერს.
„უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას და არავითარი საერთაშორისო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ამგვარ ქმედებებს და ის, რომ ეს ხელისუფლება თავისი თავის კომპრომეტირებას აგრძელებს - ეს ცხადია",_ აცხადებს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რაღაც უნდა იღონოს.
„ორივე მხარის გაკიცხვა გარდაუვალია. ჩვენ ვუახლოვდებით სერიოზულ სანქციებს მთელი უკრაინისათვის. თუ არ იქნება შეჩერებული სისხლისღვრა და ძალის გამოყენება ეჭვგარეშეა, რომ არ ექნება მხარდაჭერა არც ასეთ ხელისუფლებას და არც ასეთ ძალებს ოპოზიციიდან",_ განაცხადა გრიბაუსკაიტემ.