კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის მონაცემებით, არეულობების დროს კიევში გარდაცვლთა რაოდენობამ ამ დროისათვის 25 ადამიანს მიაღწია. ჰოსპიტალიზებულია 241 ადამიანი.
„სამედიცინო დაწესებულებებს ამ დროისათვის 351 ადამიანმა მიმართა 241 მათგანი - ჰოსპიტალიზებულია. ამასთან ერთად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში მიტანილია 25 ცხედარი",_ იუწყება საქალაქო ადმინისტრაციის პრესსამსახური.