დღეს, 19 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის ეპიზოდზე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა განახლდება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის კიდევ ორი მოწმის, გიორგი ხიზანიშვილისა და გია ლორთქიფანიძის დაკითხვა იგეგმება.
გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარის 4 მოწმე დაიკითხა , მათ შორის შს სამინისტროს ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი შოთა ხიზანიშვილი. ასევე დაიკითხნენ შს სამინისტროს საინფორმაციაო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი, მერიის ყოფილი პრესსპიკერი ბაჩო დოლიძე და აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ფირცხალავა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.