უკრაინის შს სამინისტრო დღეს მომხდარი შეტაკებების დროს დაღუპული ორი ძალოვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„2 გარდაიცვალა, 18 ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, 22 მძიმე მდგომარეობაშია", _ განაცხადა უკრაინის შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა სერგი ბულატოვმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
საქალაქო პროკურატურა კი აცხადებს, რომ დღეს მომხდარ შეტაკებებში დაშავებულია 95 სამართალდამცავი, მათ შორის სამი კომაშია, ერთი კი - კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში.
„მილიციის 95 თანამშრომელი დაშავდა, 21 ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა, 3 კომაშია, 1 კი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში",_ იუწყება პროკურატურის პრესსამსახური.