საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ევროკავშირის და აშშ-ს თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების ექსპერტების დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციის ვიზიტი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მეტი - მეტისათვის, მიგრაცია და საზღვრის მართვა" ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოში სახელმწიფო სახმელეთო საზღვრებზე არსებული მდგომარეობის შეფასება და იმ სფეროების გამოვლენა, რომლებიც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას
საჭიროებენ, ინფრასტრუქტურის განახლების, თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც საზღვრების ეფექტურ დაცვას გააუმჯობესებს. ექსპერტები დაათვალიერებენ სასაზღვრო პოლიციის პირველ სამმართველოს ბათუმში, მეორე სამმართველოს ახალციხეში, მესამე სამმართველოს
წითელ ხიდზე, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა სექტორს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან. ასევე, სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და შსს-ს
წარმომადგენლებს გააცნობენ.
მასალის გამოყენების პირობები