შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო
განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს მოქალაქე მამუკა ა., რომელმაც 2014
წლის 17 თებერვალს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით.