"საქართველოს ბანკმა" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად პირველი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომელსაც „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი" განახორციელებს. როგორც „საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, კონკურსში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებისა და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც შშმ ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ.
„პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი" გამოყოფს 250,000 ლარის მოცულობის დაფინანსებას. თოთოეული გრანტის მოცულობა განისაზღვრება 25,000 ლარამდე. კონკურსზე წარდგენლი პროექტები მიმართული უნდა იყოს შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმაზე, საგანმანათლებლო აქტივობაზე, ან ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე და კონკრეტული შედეგის მომტანი უნდა იყოს"- განაცხადა გილაურმა.
საკონკურსო განაცხადების მიიღება მოხდება 18-დან 28 თებერვლის 17:00 სთ-მდე, რისთვისაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: grants@bog.ge. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2014 წლის 10 მარტს გამოავლენს. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი".
„კონკრეტულად ჩვენ სამი მიმართულებით შევიწყობთ ხელს არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სპეციალურ დაწესებულებებს, რათა მათ განახორციელონ პროექტები: ეს იქნება პირველი - ინფრასტრუქტურის მოწყობა, მეორე - ინტეგრაცია საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მესამე - სტიგმაზე მუშაობა"- განაცხადა "საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" დირექტორმა თორნიკე გურულმა.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი" „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდში" წელს 2 მილიონ 150,000 ლარს გადარიცხავს, რომლიდანაც 1 მილიონი ლარი შშმ ბავშვებს, 150,000 ლარი გარემოს დაცვას, 1 მილიონი კი საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერზე: www.foundation.ge კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდენ „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდს" ნომერზე 2 444 493.