"ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს 17 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს", მებაჟე ოფიცრებმა. მათ 30 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი Clonazepam აღმოაჩინეს თურქეთის მხრიდან შემოსული ირანის მოქალაქის ა.რ.-ის კუთვნილი ხელბარგში, საქართველოს მოქალაქის ა. ნ.-ის კუთვნილ ხელბარგში კი 160 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი Phenoborbital იპოვეს.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.