აღმაშენებლის გამზირზე ფეხით მოსიარულეს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამაშველო სამსახური.
დაზარალებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მათივე განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.