თბილისის საქალაქო სასამართლო 26 მაისის ეპიზოდზე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა განახლდება.
პროცესი 11:00 საათზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით განაახლდება.
სასამართლოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი და ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი დაიკითხებიან.
პროცესზე ასევე გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.
მასალის გამოყენების პირობები